იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გახარიას გუნდის წევრს ანა ბუჩუკურს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს საამინისტიო არაფერი სჭირს. ოხანაშვილის განცხადებით, გახარიას ამნისტიას არავინ სთავაზობს:
"გიორგი გახარიას არ უნდა ამნისტიაო, ვინ სთავაზობს გიორგი გახარიას ამნისტიას? ვინ ეუბნება, რომ უნდა გავრცელდეს გიორგი გახარიაზე? წინმსწრებად რა წარმოდგენები აქვთ მე არ ვიცი, ამიტომ, ქალბატონი ანა ბუჩუკური რომ აქ იყოს, შეიძლება ეთქვა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, აბსურდია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თუ ჩავწერთ, წინააღმდეგი არ ვარ, ჩავწეროთ და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ხომ არ იყო ნიკანორ მელია, რომელიც აქ იჭრებოდა, ფაქტებით. კი ბატონო, მაშინ არც მასზე გავავრცელოთ, არც პოტენციურად, თუ ვინმეს რამე შიში აქვს, არც იმათზე გავავრცელოთ, არ არის პრობლემა, მაგრამ ეს აქტი იმისთვის უნდა მივიღოთ და იმისთვის უნდა გამოვცეთ, რომ ეს პოლარიზაცია, რომ ამან ეს გააკეთა, შემდგომ ეს კანონსაწინააღმდეგო იყო, ამან ამას გადაამეტა და ა.შ, ეს პოლარიზაცია შევამციროთ" - აცხადებს ოხანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






