ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია - თურნავა რიონის ხეობის მცველებზე
პოლიტიკა - 14:20, 24 May, 2021     1051

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რიონის ხეობის მცველების ულტიმაუმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების მიმართ ულტიმატუმების ენით საუბარი არასწორია. ის აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაერთონ, რათა საკითხის სწორი გადაწყვეტა მოხდეს:

"პროექტი არის ძალიან მსხვილი, ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე, თუმცა, როცა საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე გარკვეული განმარტებების საგანი - სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. თუმცა, როცა საუბარი არის ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, ჩართულობით და არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით. ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ პროექტის შესახებ სიმართლე გაიგოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკულირებდა, ბევრი მითი და ჩვენ ვცდილობთ და თავად ინვესტორი კომპანია, რომ ეს მითები გააქარწყლოს. ამიტომ ხელისუფლებამ პირველ რიგში, მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან, რომ სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე და სწორედ კაშხალი არის ის დიდი ნაგებობა, რასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა ვრცელდებოდა. გარდა ამისა, შევქმენით რამდენიმე კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის, ბატონი ბუშლეს ჩართულობა უკვე დაიწყო პირველი კონტაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ესეც არაჩვეულებრივი ფორმატია იმისთვის, რომ თუნდაც აქტივისტებმა, ვინც ყველაზე აქტიურად აპროტესტებს ნამახვანის მშენებლობას გამოიყენონ ეს ფორმატი. მოვუწოდებთ მათ, რომ ჩაერთონ ამ კონსტრუქციულ რეჟიმში, კონსტრუქციულ დიალოგში, ეს არის ყველაზე სწორი საკითხის გადაწყვეტა. რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას, ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ გაირკვეს ყველა ტექნიკური დეტალი, რაც შეეხება პროექტს.

ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია, საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ პარალიზება მოვახდინოთ", - აცხადებს თურნავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42