კახა კალაძე: ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, ურბანულად სწორად განვითარდეს თბილისი
პოლიტიკა - 14:13, 24 May, 2021     983

თბილსის მერი კახა კალაძე, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კახა კალაძის განცხადებით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ერთ-ერთი სანიმუშო პროექტია, თუ როგორ უნდა განვითარდეს სწორად დედაქალაქი ურბანული თვალსაზრისით.

„2017 წელს, როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში და თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ქალაქი ურბანულად სწორად განვითარდებოდა. შესაბამისად, მთელი რიგი რეგულაციები მივიღეთ ამ მიმართულებით და შედეგიც სახეზე გვაქვს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურბანული თვალსაზრისით სწორად კონკრეტული არეალები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად არის შენარჩუნებული მწვანე სივრცეები და მომავალში აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ დასვენების, განტვირთვის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თ ქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც თითოეული ინვესტიცია მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორს ხელშეწყობა სჭირდება.

„მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას და მის დამფუძნებლებს. თქვენ იცით, რომ პანდემიის თვალსაზრისით, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში არ არის სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, თითოეული ლარის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. სამშენებლო სექტორი არის ის დარგი, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და რა თქმა უნდა, ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდება. ჩვენი, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელსუფლების მხრიდან ამისთვის არის სრული მზადყოფნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა. პროექტის ჯამურმა განაშენიანებამ 20 ჰექტარი მოიცვა. თანამედროვე დაგეგმარებისა და უმაღლესი სტანდარტების საცხოვრებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია ყველა ტიპის სპორტული სახეობა და სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი აქტივობები. პროექტის 70% რეკრეაციული სივრცეებისა და გამწვანებული ეზოების მოწყობას დაეთმობა, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ტერიტორიაზე გაშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42