არის ეს რევოლუციური გზა, ან გვაწყობს ეს გზა? - ირაკლი ტაბლიაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე
პოლიტიკა - 13:40, 24 May, 2021     1171

ირაკლი ტაბლიაშვილმა გადაცემა "კონტექსტში" ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე თავისი აზრი გამოთქვა.

„გოლეთიანი და რიონის მცველები ტრიბუნაზე პოლიტიკოსებს კი არ იკარებენ და იმასაც კი ამბობენ, რომ პარტიული სიმბოლიკა მათ აქციაზე არ იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება.

გოლეთიანს და სხვებს მოუწევთ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა, მათი ტრიბუნებზე აშვება და სიტყვის მიცემა.

პოლიტიკურ ძალებს აქვთ სურვილი უფრო მსუყედ იყვნენ წარმოდგენილნი ამ აქციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის მიკროფონი მათ ჯერ ვერ მოიხელთეს, ეს ხელს არ უშლით დაარიგონ კომენტარები. მედიაც, ბუნებრივია, მათი პოზიციით ინტერესდება და ჩვენ ვისმენთ საოცარ კომენტარებს.

მაგალითად, პუტინისტური, ქსენოფობიური რემარკები მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს აყენებს თავად აქციას. თუ ვინმე ამბობს, რომ თურქები უნდა გაეთრნენ, ეს აქცია რეპუტაციულად შელახულია ამ შემთხვევაში.

ქართული მიწა არ უნდა იყინებოდესო ამას რომ ამბობენ, რა თქმა უნდა, ეს აქციას აზიანებს. თურქები ქართული მიწის ოკუპანტები არიანო ამას თუ ამბობენ, საერთოდ კატასტროფაა.

დღეს ორჯერ მოვისმინე, ხვამლის მთა გადაარჩენს მეორედ მოსვლისას საქართველოს და დანარჩენი სამყარო დაიღუპებაო - ამასაც ამბობდნენ დღევანდელი აქციის მონაწილეები. ძალიან სერიოზულია ის პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშეა და ამას თურქოფობია კი არა, საერთოდ ქსენოფობია ჰქვია და რამდენად კარგიც არ უნდა იყოს აქცია, მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახულია.

არგუმენტები, რომლებიც აქვთ, ან არ აქვთ ჰესის მოწინააღმდეგეებს იკარგება. საგნობრივი კამათი, როგორც ჩანს, ვერ გამოდის, რადგან პოპულისტი ქართველი სპიკერების ხმა უფრო მჭექარეა და ამ პირობებში უფრო მშვიდად არიან ჰესის მომხრეები და ასევე, ისინი, ვინც ზოგადად ამახვილებს ყურადღებას ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე.

პოპულისტური მეინსტრიმი ისეთია, შეიძლება წაგლეკოს და შეიძლება მარგინალად იქცე ჰესის სასარგებლოდ გამოთქმული აზრის გამო. ჩემი შეფასებით, მნიშვნელოვანი უფსკრულია ღირებულებებს შორის და ამიტომ ვერ გამოდის დიალოგი ჩემსა და ჰესის მომხრესა თუ მოწინააღმდეგეს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ქართულ მედიას ამ დიალოგის გამართვისა ჰქონდა. ეს დიალოგი, რომელსაც მეც ვითხოვდი კვლავ ვიმეორებ ვერც ერთხელ ვერ შედგა.

აი მაგალითად, სულ ამბობენ კვლევებზე უნდა ვისაუბროთო, რომლებსაც აქვეყნებენ ჰესის აშენების მომხრეები, ოპონენტები, თითქოს ამოჩემებული აქვთო, ზედაც არ უყურებენ ამ კვლევებს. მე კი მინდა, რომ მოვიწვიო როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, მაგრამ ყვირილი არ შემიძლია სიმართლე რომ გითხრათ, ყვირილის გარეშე კი ამ თემის განხილვა უბრალოდ არ გამოდის. არადა კარგად მესმის ერთი, ვერ აშენდება ჰესი და პირველ რიგში, ხელისუფლებაა ამაში დამნაშავე. თუ კონსესუსი არ შედგა, ჩემსა და ჰესის მოწინააღმდეგეს ანუ ჰესის მომხრესა და რიონის მცველებს შორის. თუ შეთანხმება ვერ შედგა იძულებით, სპეცრაზმით ჰესი ვერ აშენდება.

აქვე ვიტყვი, პირადად ჩემი აზრით, ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნისთვის გარდაუვლად აუციელებელია, ხოლო კომპანიას, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება ააშენოს ეს ჰესი, ათასჯერაც რომ მოუწიოს ნათქვამის გამეორება, ნებისმიერ გასაცემ თუ გაცემულ კითხვაზე პასუხი ათასჯერ უნდა ქნას ეს.

რაც შეეხება აქციას, მისმა ლიდერებმა პოლიტიკური მოთხოვნებიც წამოაყენეს. არის ეს რევოლუციური გზა, ან გვაწყობს ეს გზა? მით უფრო, როცა ეჭვი არსებობს, რომ ამ შესაძლო რევოლუციის უკან პროპუტინისტური ძალებიც შეიძლება დგანან და ისინი ისარგებლებენ ამ რევოლუციით.

მე ვფიქრობ, რომ ამგვარი რევოლუცია ქართული სახელწმიფოს ინტერესებში არ შედის და ეს გზა საშიში თამაშია, თორემ ისე, თუ ენერგოთვითმკვლელობა გვინდა, წყალსაც წაუღია ეს ჰესი და. თუ ვერ შევთანხმდით მართლაც წყალს წაუღია არა მარტო ჰესი, არამედ ნებისმიერი რამ". - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42