პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სასამართლოში მოსამართლეთა დანიშნვების პროცესის შეჩერებაზე ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს პასუხობს. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ამ პროცესებში ვერ ჩაერევა. კუჭავას თქმით, ამის უფლება არც აქვს და არც აპირებს:
"ის მოლოდინი, რომელიც არსებობს მოსამართლეთა კონფერენციის მიმართ, არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პროცესი და სამწუხაროდ, თუ სასარგებლოდ, ეს ვისთვის როგორ შეიძლება იქნას გაგებული, საქართველოს პარლამენტი ვერ ჩაერევა ამ პროცესში. როგორც სპიკერი ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში არც პროცესის შეჩერების უფლება მაქვს, არც ვაპირებ ამის გაკეთებას, რადგან ვალდებული ვარ ვიხელმძღვანელო საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით", - თქვა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 22 მაისს კუჭავას წერილი გაუგზავნეს, სადაც მოუწოდებენ მმართველ გუნდს, მოსამართლეთა დანიშნვები სასამართლო რეფორმის გარეშე არ მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები






