პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარტია ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მისი საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ან არ შესვლა თანაბრად პრობლემურია:
„ნამდვილად აღარ მინდა ვისაუბრო ამ მართლაც რადიკალურ ჯგუფზე - „ნაცმოძრაობაზე“. რადგანაც მკითხეთ, მე გეტყვით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი - 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდა ის, რომ მათ ხელი მოაწერეს რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის მედიატორობით შემუშავდა, მათ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ ამაზე თავიანთი ხელმოწერა არ განეხორციელებინათ. ახლა არიან ძალიან რთული მდგომარეობის, რთული დილემის წინაშე. მათი შესვლაც და არ შესვლაც თანაბრად პრობლემურია მათთვის, იმიტომ რომ თავად ჩაიგდეს საკუთარი თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






