პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიონის ხეობის მცველების მიერ გუშინ გამართულ აქციაზე წამოყენებული ულტიმატუმის პირობებს მედიასთან უპასუხა და განაცხადა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. მისი თქმით, სახელმწიფო იმართება კანონით და ვინც მის ფარგლებს გასცდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:
"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ეს მზაობა იყო არის და იქნება, გაგრძელდება ეს მზაობა ჩვენი მხირდან. ჩვენ ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი, არა ერთი მცდელობა გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე, გუბერნატორი, მთელი სამინისტროები ჩართულები იყვნენ და არიან. ამას გარდა, ევროაკვშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსს და ყველა დეტალს, გარემოზე ზემოქმედების ეფექტებს, დავავალე იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთხელ დამოუკიდებელი იურიდული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს.
თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს, მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ხელშეკრულებაში
რაც შეეხება ულიტმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულიტმატუმით საუბარი, არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაში. ჩვენ კარგად გვახსოვს სწორედ ის ბნელი 90-იანების პერიოდი, როდესაც ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო ძალიან კარგი "სპეციალისტი" ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ასე შემდეგ, შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ. მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენთვითონ ჩვენი ქვეყანა, ქანხრები ფაბრიკები დავშალეთ, მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტის შედეგია, დავკარგეთ მიწაწყალი, აქედან გამომდიანრე მე მინდა ყველა ამ ადამიანებს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ.
სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში, ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






