"პასუხისმგებელი ვარ, უზრუნველვყო მოსამართლეთა და საბჭოს წევრების დანიშვნა" - კუჭავას პასუხი ელჩებს
პოლიტიკა - 17:19, 23 May, 2021     1398

"პასუხისმგებელი ვარ, უზრუნველვყო მოსამართლეთა და საბჭოს წევრების დანიშვნა", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა , და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს, კარლ ჰარცელს საპასუხო წერილს უგზავნის.

კუჭავას წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო ელჩებო, ქალბატონო ვუტოვა, პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის.

19 აპრილს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც, გარდა სხვა საკითხებისა, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პუნქტებსაც შეიცავს.

კერძოდ, შეთანხმების თანახმად, 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შესწავლილ უნდა იქნეს სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების განხორციელების პრაქტიკა და მიგნებების საფუძველზე, სასამართლო რეფორმის ახალი პაკეტი უნდა შემუშავდეს. აღნიშნული პაკეტი უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებსაც. საქართველოს პარლამენტმა პირნათლად უნდა შეასრულოს პოლიტიკური შეთანხმების აღნიშნული პირობა და დოკუმენტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მომავალი წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღოს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები კანონში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ეხება. კერძოდ, პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც სრულად აისახა ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით: ა) შემოღებულ იქნა ღია კენჭისყრის წესი; ბ) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილება კანდიდატების წარდგენის შესახებ მიიღოს კანდიდატებისთვის მიკუთვნებული ქულების შესაბამისად; გ) დაწესდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ორმაგი გასაჩივრების წესი. აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ხელახლა გამოცხადდა ვაკანსიებზე განაცხადების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა. სწორედ აღნიშნული პირობა იყო ასახული პოლიტიკურ შეთანხმებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის შესახებ სრულ შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებთან, რაც წარმოადგენს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილს, საბჭოს მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყოს კანდიდატების დამტკიცების პროცედურა. მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა.

საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დამტკიცება მიმდინარე წლის ივნისში ევალება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, კანდიდატების შესარჩევი კონკურსი უახლოეს დღეებში გამოაცხადოს. ამასთან, საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს ვალდებულებას, საბჭოს წევრები პოლიტიკური პარტიების სათანადო ჩართულობით აირჩიოს. მე, საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე, პასუხისმგებელი ვარ უზრუნველვყო ეს პროცესი.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის უპირველესი ვალია, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, აგრეთვე იმოქმედოს პოლიტიკური შეთანხების პირობების შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საქართველოს პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებს.

პატივისცემით, კახა კუჭავა" , - წერს კუჭავა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42