"ქართული ოცნების" თამჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის , გიორგი გახარიას, გუნდზე საუბრისას აცხადებს, რომ "ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში".
თუმცა , მისივე თქმით, "ეს მათთვის საინტერესო არ არის".
"ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში, გამოჩნდება, რა ფულით გეგმავენ პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას, რომელი ტელევიზიები დაუჭერენ მხარს და ა.შ.ეს ყველაფერი ბუნებრივია, ცხადად გვიჩვენებს იმას, თუ რომელი მიმართულებით იქნება ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენთვის საინტერესოა ჩვენი დღის წესრიგი, ის, რომ ამ არჩევნებზე მივიღოთ სათანადო შედეგი და შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. ნებისმიერ პირს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია გააქტიურდეს, ეს არის მათი უფლებაა. ჩვენი ამოცანა არის ამ არჩევნების დამაჯერებლად მოგება და ამისთვის ვართ მათ შორის დღეს შეკრებილები“,- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






