შეხვედრა ცესკოში - ოპოზიცია და "ოცნება" არჩევნებში ელექტრონული სისტემის გამოყენებაზე მსჯელობს
პოლიტიკა - 12:58, 23 May, 2021     1179

ამ წუთებში, საარჩევნო რეფორმის საკითხზე უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს კიდევ ერთხელ ხვდება - მოლაპარაკება ცესკოში იმართება.

დღეს განიხილავენ რეფორმის იმ ნაწილს, სადაც საუბარია არჩევნებში ელექტრონული სისტემის გამოყენებაზე.

ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის თანამონაწილეები ერთმნიშვნელოვნად მიესალმებიან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას არჩევნებში და ისინი მხარს უჭერენ, თუნდაც, საპილოტე ვერსიის დანერგვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ის ნაწილი, რომელიც შეეხება კენჭისყრის პროცედურებს, ამომრჩევლის იდენტიფიკაციას და ხმების დათვლას, ეს არ მოითხოვს არც ამომრჩევლის განსაკუთრებულ განათლებას, არც რევოლუციური ცვლილებების დანერგვას, ეს არის, უბრალოდ, მოდიფიცირება იმ პროცედურისა, რომელიც დღესაც გვაქვს ჩვენ და აქ არის ძალიან ბევრი რისკი გადაზღვეული,"-აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" გიორგი სიორიძე.

"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილებები შეიძლება შეეხოს ამომრჩევლის იდენტიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცედურებს.

"საარჩევნო დღეს არის სამი ფაზა, სადაც შეიძლება სხვადასხვა პროცედურის შეცვლა. ეს არის ამომრჩევლის იდენტიფიცირება, მეორე - ხმის მიცემის პროცედურა, ანუ ის გზა, რომელსაც გადის ბიულეტენი მისი აღებიდან ყუთში განთავსებამდე და ხმის დათვლის პროცედურა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა გადაწყვეტა არსებობს და ვფიქრობთ, რომ ამაზე შევჯერდეთ. მაგალითად, ხმის დათვლის დროს გამოვიყენოთ ხმის მთვლელი მანქანები, თუ დავაყენოთ კამერები დათვლის მაგიდებთან, რომელიც დააფიქსირებს ბიულეტენებს და ამ ბიულეტენზე დაფიქსირებულ ამომრჩევლის ნებას,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა ტექნოლოგიები დაინერგება არჩევნებისთვის, თუმცა, ამ ეტაპზე, საუბარია იმის შესახებ, რომ უნდა დაინერგოს სახის ამომცნობი სისტემა, საუბარია იმის შესახებაც, რომ არჩევნებზე გამოიყენებენ შტრიხკოდიან ბიულეტენებს და, ამასთან, ცვლილებებია დაგეგმილი ხმის მიცემისა და დათვლის პროცესთან დაკავშირებით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42