“ივანიშვილის ჭინკები“ ვადამდელის მოლოდინში და გრუ-ს მიზნები საქართველოში - ვინ არის კრემლის კომბალი?
პოლიტიკა - 16:33, 22 May, 2021     4079
მას ჰგონია რომ მესიაა. პოლიტიკაში ამ ამბიციით მოვიდა, შეიძლება არც მივიდა, მაგრამ ჰგონია, რომ ის უკვე აქტორია.

ვინ არის ლევან ვასაძე - ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს რაინდს უწოდებს თუ გრუს აგენტი, როგორადაც მას საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, ფარისეველი თუ კეთილშობილი, პატრიოტი თუ მოღალატე, ჭკვიანი თუ ბეცი - ეს ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ის დრო და დრო ჩნდება, მერე ისევ ქრება.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მას მხარდამჭერების დიდი არმია თუ არა, არც მცირე არ ჰყავს. მაგრამ ამ რაოდენობით თავად უკმაყოფილოა. ეგონა, რომ მიმდევრების ჯარი დაუდგებოდა, იმედგაცრუებული არეალიდან არაერთხელ გადაკარგულა.

,,ნიუპოსტი" პირველია, რომელიც ლევან ვასაძის პოლიტიკურ ინტერესებზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ წერდა.

მაშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ლევან ვასაძეს კიკეთში აგარაკზე სტუმრობდა. ოლიგარქი თავად ეახლა რაინდს მას შემდეგ, რაც ლევან ვასაძე ცნობილ რუს ოლიგარქს ვლადიმერ ევტუშენკოს მასპინძლობდა.

წყარო გვიყვებოდა, რომ შინაურებში ლევან ვასაძეს უტრაბახია კიდეც, „ბიძინას ჩემი სასახლე და კარ-მიდამო აინტერესებსა, თორემ მე, იქით სტუმრობაზე უარს არ ვეტყოდიო“.

რუსული სამხედრო დაზვერვა 2020 წლის არჩევნებისთვის ქართულ პოლიტიკურ ველზე ივანიშვილის გვერდით ლევან ვასაძის გაძლიერებას აპირებდა.

„ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ივანიშვილის სტუმრობის მიზანი ვასაძესთან პოლიტიკური გეგმების დალაგება იყო, რომელიც სწორედ ევტუშენკოს სტუმრობით დაიწყო.

მაშინ ივანიშვილმა გადაწყვიტა ვასაძე პოლიტიკაში ცოტა მოგვიანებით ჩაერთო, სავარაუდოდ 2020-ის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

თითქოს დაიწყო კიდეც ლევან ვასაძემ აქტიური პიარი, მაგრამ ისე ჩაფლავდა, რომ 2020 წლის არჩევნებში არც კი გამოჩენილა.

ივანიშვილი მაშინ ძალიან გაბრაზებულა, ისიც კი უთქვამს „კიდევ კარგი ფული არ დავხარჯე ვასაძეზე, არაორდინალურია, არასტაბილურია და არავინ იცის, რა დროს შეგაქცევს ზურგსო“.

და რა ხდება ახლა? ლევან ვასაძეს მესიის ამბიციები არ ასვენებს? ის უსევ გამოჩნდა ხალხში, თუმცა გზავნილები კვლავ იგივე - ულტრაკონსერვატორული.

,,ერთობა, რაობა, იმედი" - საზოგადოების ალბათ ნაკლებად საინტერესოა ის, რაც არაერთხელ ითქვა სხვადასხვა მედიასაშუალებებით ან პოლიტიკური შეფასებებით.

,,ნიუპოსტი" კულუარების გარკვევას შეეცადა.

ბიძინას მისი კვლავ არ ჯერა, თუმცა ,,უფროსი ძმის" დავალებასაც უყურადღებოდ ვერ დატოვებს.

ივანიშვილის და რუსეთის მთავარი პრობლემა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საშიშროებაა, ხოლო შეცვლის შემთხვევაში გარდაუვალია, რომ ხელისუფლებაში პროდასავლური ოპოზიციური კოალიცია მოვა.

ვადამდელი არჩევნების შიში ,,ოცნებისთვის" ძალზედ რეალურია, სხვა საკუთხია ,,ბიძინას ჭინკები" რომ იხტიბარს არ იტეხენ.

43% გადალახვის შიში მათ რეალურად აქვთ. საჭიროა დამხმარე ძალები. ჰორიზონტზე გაქრა პრორუსული ელექტორატის დასაყრდელი. ირმა ინაშვილმა არ გაამართლა, ნინო ბურჯანაძემ კი ე.წ. პრორუსული ელექტორატი მას შემდეგ დაკარგა, რაც ის ,,ნაციონალებთან" და პროდასავლურ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმში ძალიან დაახლოვდა.

რუსეთი არც ბურჯანაძეს ენდობა. გახარია? გახარიას არ სურს კრემლის იარლიყით განაგრძოს პოლიტიკური ცხოვრება და მის შეფუთვას სწორედ დასავლურობის მანტიით აპირებს.

პრორუსული ელექტორატი მიწაზე გდია, ვიღაცამ უნდა აიღოს და ჩაიდოს ჯიბეში.

გახარიასგან განსხვავებით ვასაძე საერთოდ არ ცდილობს არაფრის არაფრით შეფუთვას. პირიქით ის მიანიშნებს კიდეც, რომ ,,დიდი ძმა, უფროსი ძმაა" მისი დასაყრდენია.

„ივანიშვილი ქვეყნიდან არ უნდა წავიდეს და მან დასახული გეგმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს“ - ესაა გრუ-ს (სამხედრო დაზვერვის) მიზანი, ამიტომ მათთვის დღეს მნიშვნელოვანია ლევან ვასაძის გამოყენება, ამ თამაშის ნაწილია ფსევდოპატრიოტული მოტივებით ეკლესიის თემით მანიპულირება, რაც ასევე რუსული გეგმის ნაწილია.

ვასაძეს კი მწვანე კრემლში აუნთეს, მაგრამ ბიძინა ფულის დახარჯვას კვლავ არ ჩქარობს.

საქმე ახლა უფრო სერიოზულად იქნება, ვიდრე მაშინ კიკეთში სტუმრობის დროს.

ვასაძემ ადგილობრივ არჩევნებისთვის სერიოზული პიარ-კამპანია უნდა აწარმოოს.

ახლა ის, ისევ ვერ გაქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42