კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მამაკაცები სექსის შემდეგ ნანობენ იმას, რომ ქალს ურთიერთობის დასაწყისში, ზედმეტად გვიან შესთავაზეს სექსი. ქალები კი თავის მხრივ ნანობენ იმას, რომ მამაკაცს სექსზე ზედმეტად სწრაფად დასთანხმდნენ.
კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელშიც 25 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და რომელიც ჟურნალ Archives of Sexual Behavior-ში დაიბეჭდა, ქალები ყველაზე მეტად ქალწულობის „არასწორად შერჩეულ მამაკაცთან“ დაკარგვას ნანობენ (24%). შემდეგი „სექს-სინანულთა“ რეიტინგში ღალატია (23%), ხოლო მესამე ადგილზე ინტიმური ურთიერთობის, ზედმეტად სწრაფად წამოწყება მოხვდა (20%).
რაც შეეხებათ მამაკაცებს, ისინი ყველაზე მეტად ნანობენ პერსპექტიული სექსუალური პარტნიორის დანახვისას სიმორცხვის გამოჩენას (27%), ახალგაზრდა წლებში არასაკმარის სექსუალურ აქტივობას (23%).
მასალის გამოყენების პირობები






