"ქართული ოცნების" შეხვედრა ბათუმში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლები მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრას თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივარნი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს ხვდებიან.
"რეალურად დავიწყეთ უკვე მუშაობა, არჩევნებისთვის მზადება, ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩვენებამდე და ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს არის ჩვენი მთავარი დავალება, რომელიც ჩვენ მივეცით ჩვენი პარტიის აქტივს, ჩვენ რეგიონალურ ხელმძღვანელობას" ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






