"შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა საქართველოსთვის" - კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს
პოლიტიკა - 12:51, 22 May, 2021     5303

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ერთობლივი წერილით მიმართეს. დიპლომატები მას, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით აღებულ ვალდებულებებს ახსენებენ და მისი შესრულებისკენ მოუწოდებენ. წერილში განსკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მართლმსაჯულების რეფორმაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესზე.

"ძვირფასო ბატონო კუჭავა,

გვსურს დავიწყოთ იმით, რომ მივესალმოთ თქვენს როლს 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საქმეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საკითხში ოპოზიციის ჩართულობის კუთხით. თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია.

19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ გაატარებენ ამბიციურ მართლმსაჯულების რეფორმას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეაჩერებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და გაატარებენ რეფორმას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ შორის დანიშვნების, შეფასებების, დაწინაურებების, დისციპლინური ზომებისა და აპელაციების კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მართლმსაჯულების რეფორმის გატარებაზე ინკლუზიურ პროცესში და მიიღებენ საერთაშორისო დახმარებასა და რჩევებს ამ რეფორმების გატარებისთვის, განსაკუთრებით, იმ საკითხებში რაც ეხება მოსამართლეების მიუკერძოებლობას, მათ შორის იმ მოსამართლეებისა, რომლებიც ინიშნებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში.

19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი კანონმდებლობაში ცვლილებების პრიორიტეტების დასახვის საკითხში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების მხრივ.

ეს ცვლილებები სასარგებლო იქნება, საერთაშორისო ექსპერტების მიერ უკვე გაწეული რჩევების გათვალისწინებით, მათ შორის ვენეციის კომისიის უკანასკნელი რეკომენდაციების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის კუთხით.

შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება, თუ ცვლილებები მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნამდე და სანამ დაიწყება კანდიდატებისთვის ხმის მიცემა. მართლაც, დანიშვნის პროცესში დაუყოვნებლივი პაუზა აჩვენებს ერთგულებას იმ საქმისადმი, რომელიც მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ჩვენი მხრივ, მზად ვართ გაგიწიოთ საერთაშორისო დონის რჩევები და დახმარება, როგორც ეს გათვალისწინებულია შეთანხმებაში. მათ შორის იმ საკითხში, რაც შეეხება დანიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობას." - ნათქვამია ელჩების ერთობლივ მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42