შემთხვევით პარტნიორთან სექსის შემდეგ, ქალს მამაკაცის საწოლში ჩაეძინა, ხოლო მამაკაცმა სამაშველო სამსახურს გამოუძახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 911-ზე ვინმე ბენჯამენ დუდლსმა დარეკა. მამაკაცის ხმაში დაღლილობა და სასოწარკვეთა შეიმჩნეოდა. ბენჯამენმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, მისი საწოლიდან შემთხვევითი პარტნიორის მოშორება სთხოვა, ვინაიდან ღრმა ძილში მყოფი გოგონა განუწყვეტლივ ხვრინავდა.
თავდაპირველ ჩვენებაში დუდლსმა აღნიშნა, რომ არ იცის ვინაა ეს ქალაბატონი და როგორ მოხვდა მის საწოლში, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ სახლში ის თავად შემოიპატიჟა. ბენჯამენი აცხადებს, რომ ვერაფრით შეძლო სტუმრის გაღვიძება და ამიტომ მიმართა სამაშველო სამსახურს.
ადგილზე მისულ პოლიციელებს მართლაც დახვდათ დუდლსის საწოლში მძინარე ქალი, რომელიც ხვრინავდა, თუმცა ვერ მიხვდნენ რის გაკეთებას ითხოვდა მათგან „დაზარალებული მოქალაქე“.
„ერთმანეთი წვეულებაზე გავიცანით, სახლში დავპატიჟე, დალია, გვქონდა სექსი, შემდეგ ჩაეძინა და ვერ გავაღვიძე. ძალიან ხმამაღლა ხვრინავს და დაძინების საშუალებას არ მაძლევს. მინდა, რომ წაიყვანოთ აქედან“ – აღნიშმა ბენჯამენმა.
საბოლოოდ პოლიციამ „დამნაშავე“ გააღვიძა, მაგრამ მისი წაყვანა ვერ მოხერხდა, რადგან გოგონა კვლავ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. პოლიციამ ბენჯამენს უთხრა, რომ მსგავსი შემთხვევა სამართალდამცავების ჩარევას არ საჭიროებს, რჩევის სახით კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დუდლსს დივანზე გამოძინება ურჩიეს, იქამდე, სანამ მისი სტუმარი ისე შინ წასასვლელად საკმარისად არ გამოფხიზლდება.
მასალის გამოყენების პირობები






