ცნობილი ინდოელი კლინიკური დიეტოლოგის პუჯა მახიჯას (Pooja Makhija) აზრით, მწვანე ლობიო არის "მრავალმხრივი ბოსტნეული", რადგან მისი დამზადება შესაძლებელია ინდურად, ჩინურად და ევროპულად. მისი თქმით, ეს ბოსტნეული მდიდარია კაროტინოიდებით, C ვიტამინით, კალიუმით, მცენარეული ბოჭკოებით, ფოსფორით, ფოლატით და კალციუმით.
დიეტოლოგმა აღნიშნა, რომ ლობიო ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს. მან დაამატა, რომ მწვანე ლობიოს შეიძლება ჰქონდეს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და დადებითად იმოქმედოს გულისა და ძვლების ჯანმრთელობაზე.
ასევე, მწვანე ლობიო ადვილად უმკლავდება ანემიას, სისხლის ნაკლებობას. აუმჯობესებს შარდის ბუშტის, ღვიძლის, სუნთქვის ორგანოს, კუჭის, კუჭ-ნაწლავის სიტემის, ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების ფუნქციონირებას. ის უკალორიო, დიეტური საკვებია, დაგეხმარებათ გახდომაში.
მასალის გამოყენების პირობები






