არასამთავრობო ორგანიზაციის Freedom House-ის საქართველოს შესახებ მოხსენებაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებიც მოხვდა, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას ქეისებს მოიცავს.
როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებშ უამრავი სამართლებრივი ხარვეზია დაფიქსირებული:
"2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ აღძრა რამდენიმე საქმე ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც, ბევრი დამკვირვებლის ვარაუდით, პოლიტიკურად მოტივირებულია. 2020 წელს სათაურებში დომინირებდა 4 შემთხვევა, მათ შორის იყვნენ, ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციური პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ნიკა მელია ყოფილი მმართველი პარტიიდან "ნაციონალური მოძრაობიდან". გიორგი რურუა "მთავარი არხის" დამფუძნებელი და 2019 წლის ივნისის პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. გიგი უგულავა, თბილისის ყოფილი მერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". ოთხივე საქმე განიხილებოდა სამართლებრივი ხარვეზებითა და დარღვევებით", - წერია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






