სულ რომ თავი მოიკლას ობიექტურობით ნებისმიერი დონის კომისიამ, სასამართლოს შეუძლია სრულად ააყირავოს ნებისმიერი შედეგი - გვარამია საარჩევნო რეფორმაზე
პოლიტიკა - 14:25, 21 May, 2021     1292

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საარჩევნო რეფორმის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, საარჩევნო კომისიამ რაც არ უნდა ობიექტურად და სუფთად იმუშაოს, სასამართლოს შეუძლია ნებისმიერი შედეგი "ააყირავოს":

"რატომ უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლები, თან გაუგებარი ფორმულით შერჩეული პარტიების? პარტიებს უნდა ყავდეთ საკუთარი წარმომადგენლები ცესკოში და დაიცვან პარტიის ინტერესები კომისიაში, მაგრამ არა კომისიის წევრები, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებით. იმთავითვე მიკერძოებულ მხარეს რა ესაქმება კომისიაში? როგორ იქნება მისი კენჭისყრაში მონაწილეობა ობიექტური? ჩემი აზრით, ცესკო უნდა შედგებოდეს მხოლოდ პროფესიული წევრებისგან, შერჩეული და პარალამენტისთვის წარდგენილი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კომისიის მიერ და არჩეული მაღალი კვორუმით, რაც ოპოზიციის უმრავლესობის სავალდებულო თანხმობას უზრუნველყოფს. თან არა 17, არამედ მაქსიმუმ 9. რა აბსურდია 17 წევრიანი კომისია, უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობის რაოდენობაა ლამის. ამას გარდა, სულ რომ თავი მოიკლას ობიექტურობით ნებისმიერი დონის კომისიამ, სასამართლოს შეუძლია სრულად ააყირავოს ნებისმიერი შედეგი. და ამაზე რა პასუხი არსებობს?" - წერს გვარამია.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42