სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" არასამთავრობო სექტორს შეხვდა. შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა დაჩქარებული შერჩევის საკითხიც განიხილეს. ამ პროცესის შესაჩერებლად "ლელომ" რი დღის წინ დაარეგისტრირა კანონპროექტი და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა:
"მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი, არის ის რომ მეტასტაზები აღარ წავიდეს უფრო ფართოდ და ღრმად სასამართლო სისტემაში. მაქსიმალურად უნდა მომზადდეს ფუნდამენტი რეფორმისთვის, რომელიც შესაძლებელი გახდება მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში. სწორედ იმიტომ, რომ კლანმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს დოკუმენტი მათ, მინიმუმ დისკომფორტს შეუქმნის, და თუ სერიოზულად განხორციელდა, შეუქმნის პრობლემებსაც, სწორედ ამიტომ ამიტომ ცდილობენ ახლა დაასწრონ კანონის მიღებას და შესხან იქ თავიანთი დესანტი" - განაცხადა "ლელოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






