ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე მოულოდნელად ვიდეო მტკიცებულებების წარდგენა გადაწყვიტა, რაც მხარეებს შორის შეთანხმებით არ იყო გადაწყვეტილი. შესაბამისად, დაცვის მხარემ პროცესის გადადება ითხოვა, რადგან აღნიშნული ფორმატისთვის სათანადოდ მომზადებულები არ იყვნენ:
"ბოლო წუთამდე არ გვაცნობეს რომელი მოწმეების მოყვანას აპირებდნენ და დღეს სასამართლო პროცესზე სიურპრიზად შემოგვთავაზეს, რომ აპირებდნენ ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევას. რაც იყო შესაბამისად შეთანხმების დარღვევა. არის მრავალსაათიანი ვიდეო მასალა, დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, უნდა მოგვცემოდა შესაძლებლობა, რომ სათანადოდ, ჯეროვანი დაცვის განსახორციელებლად გაგვეარა წინასწარ ეს ვიდეომასალა და მოვმზადებულიყავით შესაბამისი განმარტებიბისათვის", - თქვა გიორგი კონდახიშვილმა.
ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა შემდეგ პროცესზე დაიწყება, რომელიც 25 მაისს ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






