21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 14:51, 20 May, 2021     2960

ვერძი

ზოდიაქოს ნიშნის ტყუპების ნიშანში გადასვლა აშკარად სხვა ჰანგებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, გაგიმძაფრდებათ სურვილი შეიძინოთ ახალი მეგობრები, დაიწყოთ ახალი ურთიერთობები, თითქოს ახლა იღვიძებს და იფურჩქნება გაზაფხული თქვენს გულში.

კურო

არ შეანელოთ ტემპი, ახლა თქვენი დროა იაქტიურეთ, იჩქარეთ განახორციელოთ თქვენი გეგმები, იბრძოლეთ ბოლომდე, რათა ბოლოსდაბოლოს აიხდინოთ ოცნება და გამარჯვება იზეიმოთ.

ტყუპები

მზე თქვენს ნიშანშია, ახალ ძალებს, ახალ ენერგიას იგრძნობთ, გაგიმძაფრდებათ სურვილი შეეჭიდოთ დიდ, მნიშვნელოვან საქმეებს, ჯანსაღი მიდგომა ცხოვრებისეული საქმეეებისადმი და ენერგიულობა შემოქმედებისა და აღმშენებლობისკენ გიღებენ კარს.

კირჩხიბი

ჭორებისა და ინტრიგების ალბათობაა, თქვენს ირგვლივ ვიღაც მონდომებით ცდილობს პრობლემები შეგიქმნათ სამსახურშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მითქმა-მოთქმას და უკეთური ადამიანები თავად აღმოჩნდებიან თავიანთ ხაფანგში.

ლომი

წარმატებით გაართმევთ თავს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ თემებს, იქნება ეს ყიდვა -გაყიდვის თუ საბუთების გაფორმების თემა ან შესაძლოა წარმოების რეორგანიზაიასა და რემონტს მიუძღვნათ ეს დრო. ყველაფერი სასიკეთოდ მოგვარდება და დიდად კმაყოფილი დარჩებით.

ქალწული

დღეს დიდ მოწონებას დაიმსახურებს თქვენი იდეები და წახალისებულიც იქნება ხელმძღვანელობის მხრიდან, ამავე დროს არ არის გამორიცხული საინტერესო წინადადება მიიღოთ ახლობლებისა თუ მეგობრებისაგან და დამატებით სარგებელიც მიიღოთ.

სასწორი

დღეს თქვენს საქმიანობას მეტი ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მუხტი დასჭირდება თქვენი მხრიდან, ზერელე დამოკიდებულებით დადებით შედეგს ვერ მიიღებთ, სჯობს ვალდებულება პირნათლად შეასრულოთ. გამოიჩინეთ მოხერხებულობა და მოქნილობა.

მორიელი

თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისა და კონფლიქტებისაგან და ყველანაირად ეცადეთ სამომავლოდ გადადოთ ნებისმიერი სახის გარჩევები. რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ საკუთარ ობიექტურობასა და სიმართლეში, დღეს გაგიჭირდებათ ამის დასაბუთება.

მშვილდოსანი

ოპტიმიზმი და შეუპოვრობა დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავებაში, მხოლოდ სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით შეძლებთ თავი გაართვათ უსამართლო თავდასხმებს არაკეთილმოსურნეთა მხრიდან.

თხის რქა

დღეს გაგიჭირდებათ კონკურენტებთან ჩვეული ხერხებით გამკლავება, მოიფიქრეთ რაიმე სხვა გზები მათთან ურთიერთობაში. მოუფრთხილდით საკუთარ ნერვებს, აკონტროლეთ ემოციები და იმოქმედეთ მხარდამჭერებთან ერთად.

მერწყული

სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ ჯერ კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ მოსალოდნელი შედეგები ყველა ასპექტით. ჭკვიანურად შერჩეული სტრატეგია საშუალებას მოგცემთ წარმატებით განახრცილეოთ ჩანაფიქრი.

თევზები

შესაძლოა საკუთარ თავში და გრძნობებში ჩაღრმავებამ სრულიად დაგავიწყოთ სამსახურეობრივი მოვალეობები და საყვედურიც დაიმსახუროთ, რეალური ცხოვრება კი თავისი გზით მიედინება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42