კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი არხის გენერალურ დირექტორს გელათის თაობაზე დამცინავი პოსტის გამოქვეყნებაშ ადანაშაულებს. მისი თქმით, გელათის ფრესკები გვარამიას ხელისუფლებაშ ყოფნის დროს, 2008 წლიდან ექსპერიმენტების მსხვერპლია:
"მე პირადად, ალბათ ბატონი ნიკა ბრძანდება, ის ყველაფერჩიკია და ესეც იცის, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. მე როდესაც ვნახე, მის მიერ გამოქვეყნებული გელათის დამცინავი პოსტი, ფერწერის სპეციალისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად მისი პოსტის გამო. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ეს არ არის წებოვანი ლენტები, ეს არის სპეციალური მასალა. მესმის, რომ ბატონი ნიკა გვარამია ჩემსავით არაკვალიფიციურია, მაგრამ მე როდესაც არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს, ის არავის არაფერს ეკითხება და მოეჩვენა, რომ ეს არის სკოჩი. აღმოჩნდა, რომ არ არის სკოჩი, ეს არის სპეციალური მასალა, იმიტომ რომ ფრესკა, სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის, 2008 წლიდან, იყო ექსპერიმენტების მსხვერპლი, ზოგიერთი ნაწილი არის მძიმე მდგომარეობაში.
თურმე როგორც სპეციალისტები ამბობენ, ისიც კი გვითხრეს, რომ სანამ რამეს გვეტყვიან გაიკითხეთო, ეს არის სპეციალური მასალა, იმისთვის რომ როდესაც გამომარილებისა და გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს და არ მოწყდეს",- თქვა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






