ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ადმინისტრაციის მხრიდან ომბუდსმენის შესვლის წინააღმდეგობას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ პანსიონში რაიმე იქნება გამომსაწორებელი, შესაბამისი სახელმწიფო უწყება ეკლესიასთან თანამშრომლობით მოაგვარებს პრობლემას:
„სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ეპარქია, შედიან უპრობლემოდ. სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ, თუ რამეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით.
ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას და მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტს, არცერთი პრობლემა არ დამინახავს.
ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ. სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა .
მასალის გამოყენების პირობები






