ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საარჩევნო რეფორმის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმედისმომცემია მხარეებს შორის კონსესუსის არსებობა. მისი თქმით, მიშელის დოკუმენტში თამარ ჟვანიას საკითხი გათვალისწინებული არ ყოფილა, ამ თემაზე დისკუსიის გაგრძელება კი მხარეებზეა დამოკიდებული:
"რაც შეეხება გუშინდელ შეთანხმებას, მე არ ვიცი დეტალები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩანს ფართო კონსენსუსი არსებობს ამ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც იმედი მაქვს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას იცავს, ახლა ვენეციის კომისიამ უნდა ნახოს ეს პროექტი და თავისი შეფასებები დადოს, ან ახალი რეკომენდაციები გასცეს. თუმცა, როგორც მე ვუყურებ, ეს ყველაფერი ძალიან იმედისმომცემია.
იყო დისკუსიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელობის შესახებ, თუმცა თამარ ჟვანიას საკითხი არ იყო 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული და ახლა მხარეებზეა დამოკიდებული გააგრძელებენ თუ არა ისინი ამ დისკუსიას", - განაცხადა ჰარცელმა.
მასალის გამოყენების პირობები






