მიშელის დოკუმენტით გთვალისწინებული საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვარიანტი ვენეციის კომისიაში უკვე გაიგზავნა, ხვალიდან კი საპარლამენტო კომიტეტში მისი განხილვა დაიწყება.
"ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები ყველა შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ, თვითმართველობის არჩევნები სრულიად ახალი ტიპის იქნება:
"თამარ ჟვანია არჩევნებს ვერ ჩაატარებს. არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ საოლქო კომისიებში, საუბნო კომისიებში, ყველგან დამატებით, 8 ოპოზიციონერი გვეყოლება, ცესკოში 10 ახალი წევრი იქნება, ეს არის რადიკალური ცვლილება. ჩვენი სურვილი იქნებოდა, თუმცა ეს არ არის შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ცესკოში, მათ შორის თავმჯდომარეს, გაევლო იგივე პროცესი, როგორიც გაწერილია, შარლ მიშელის დოკუმენტით ახალი წევრების არჩევისთვის.
თუ ეს შესაძლებლობა ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა სრულად გამოვიყენებთ, ეს იქნება ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები",- განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






