სრულიად უკონტექსტო და მოგონილი ბრალდება ჩემს მიმართ - გვარამია წულუკიანს პასუხობს
პოლიტიკა - 13:13, 20 May, 2021     1449

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს გელათის შესახებ მის ბრალდებაზე პასუხობს და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქალბატონი წულუკიანი კვლავ "მოწოდების სიმაღლეზეა" და პოლიტიკურად მოტივირებული და შეფუთული ტყუილებით და აბსურდული ბრალდებებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს ქართული ოცნების ხელისუფლების შემზარავ დანაშაულს, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის განადგურების პირას მიყვანა ქვია.

კულტურის უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მინისტრის პასუხად ვიტყვი:

1. გელათის დამცინავი პოსტი არასდროს დამიდია, პირიქით, ძალიან განვიცდი გელათის მდგომარეობას და არ მგონია საღლიცინო თემა იყოს, რა განწყობაც ჩემ სტატუსებში კი არა, თავად წულუკიანის ბრიფინგში იკვეთებოდა. არც სიტყვა "სკოჩი" მიხსენებია და არც რამე მიმტკიცებია. ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ და ხდება - საქართელოს მთავარი კულტურულ-რელიგიური და ისტორიული ძეგლის კარს მომდგარი კატასტროფა

2. ის, რომ წებოვანი ლენტი გაუგებრობას წარმოშობს, მისივე უწყების - ძეგლთა დაცვის სამსახურის ბრალია, რომელსაც თავისი განმარტებით უნდა ამოეწურა ეს გაუგებრობა. რაციონალური და კომპეტენტური განმარტებები ვერ ჩანაცვლდება წულუკიანის "სიტყვაკაზმული" ბრიფინგით და მისი მითითებებით ანონიმ ექსპერტებზე, რომლებიც თურმე ნაწყენი და გაბრაზებული არიან. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი არაერთგზისი მიმართვისა ძეგლთა დაცვის სამსახურისადმი, საერთოდ არანაირი განმარტება არ მიგვიღია.

3. და ბოლოს, სრულიად უკონტექსტო და მოგონილი ბრალდება ჩემს მიმართ, თითქოს მთავრობაში ყოფნის დროს, ფეისბუკით არ გამოვეხმაურე რაღაც ნახატების და მუზეუმების თემას. განვუმარტავ ქალბატონ წულუკიანს, რომ 2010 წელს არც ერთი თანამდებობა არ მეკავა, მეტიც, საერთოდ არ ვიმყოფებოდი საქართვლოში, ვცხოვრობდი და ვსწავლობდი აშშ-ში. ამას გარდა, საერთოდ, ან რა ნახატებზე ან რა მუზეუმზე საუბრობს ქალბატონი წულუკიანი, ისიც კი არ მესმის. რაც შეეხება ფეისბუკზე გამოხმაურებებს, რაღაც არ მახსოვს, მთავრობაში ყოფნის დროს, თავად წულუკიანი გამოხმაურებოდა გელათთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. არა და, როგორც თვითონ დღეს განაცხადა, 2008 წლიდან 2020 წლამდე დანაშაულებრივი ექსპერიმენტები ტარდება თურმე გელათზე. ამ წლებში კი, 2012დან 2020მდე, სწორედ ქალბატონი წულუკიანი იყო მთავრობაში, და არა მე", - წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42