კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გელათში ფრესკების წებოვანი ლენტით დამაგრების ფაქტს გამოეხმაურა. მან მონასტრის რესტავრაციას ექსპერიმენტი უწოდა, რომელიც დიდი შეცდომა იყო. მისი განცხადებით, გელათს სკანდალებისთვის არ სცალია, ხარაჩოებზე სიარული კი ფრესკებს აზიანებს:
"ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეობრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. ეს მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა.
მთავარი არის ის, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც პირდაპირ რბილად რომ ვთქვათ, არ უხდება ამ ძელგს, მაგრამ არის აუცილებელი, უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი იქ აღარ ჩადის, თუმცა უკვე წარსულში ჩასული წყლის გამო, ფილტრაციის გამო როგორც მას ვუწოდებთ, რა თქმა უნდა, ტენიანობა არის ტაძარში. ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველას გთხოვთ, თავი შეიკავეთ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის, თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია ამგვარმა მოძრაობამ არაპროფესიონალების მიერ ხარაჩოებზე კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები
ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც სამწუხაროდ ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის", - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






