აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ქვეყანა ბავშვების COVID-19 ვაქცინაციას სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს ან 2022 წლის პირველი კვარტლისთვის დაიწყებს
ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-ს შემთხვევაში საჭირო იქნება გამაძლიერებელი ვაქცინა, რომელიც ვაქცინაციიდან ერთი წლის განმავლობაში გაკეთდება.
მისივე თქმით, "ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა მინიმუმ ექვსი თვეა, თუმცა სავარაუდოდ, გაცილებით მეტია", თუმცა ფიქრობს, რომ გამაძლიერებელი ვაქცინა გახდება საჭირო.
"მე ვფიქრობ, თითქმის აუცილებლად დაგვჭირდება ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვის ხანგრძლივობა საერთოდ არ არის წითელას მსგავსი", - აღნიშნა მან.
მანამდე Pfizer– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ საჭირო გახდება ვაქცინაციიდან 8–12 თვეში COVID-19 ვაქცინის მესამე გამაძლიერებელი დოზა.
მასალის გამოყენების პირობები






