აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი აშშ-ს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ის თვლის, რომ ამერიკელმა სპორტსმენებმა თამაშებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ აშშ-ისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი პირები პეკინში არ უნდა ჩავიდნენ.
პელოსის მოწოდების მიზეზი ჩინეთში, სინცზიანის პროვინციაში მცხოვრები უიგურების მიმართ განხორციელებულიუ რეპრესიებია. ამ პროცესს აშშ გენოციდს უწოდებს.
ჩინეთის ხელისუფლებას ჩრდილო დასავლეთით მდებარე პროვინციაში მცხოვრები მილიონზე მეტი უიგური და სხვა მუსულმანი უმძიმეს პირობებში ჰყავს. ისინი სპეციალურ "აღმზრდელობით ბანაკებში" ცხოვრობენ, სადაც ციხეზე მძიმე პირობებია. მუდმივად ხდება მათზე თვალთვალი და დაპატიმრებები ყიველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ჩინეთში აცხადებენ, რომ ეს ტერორიზმის თავიდან აცილების მიზნით ხდება.
უფლებადამცველები პეკინს სხვა დანაშაულებებშიც სდებენ ბრალს: ვრცელდება ინფორმაცია, რომ არის უიგური ქალების სერილიზაციისა და ბავშვების ოჯახიდან დაცილების შემთხვევებიც.
აღსანიშნავია, რომ უიგურების გენოციდი ტრამპმა მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეს - 2021 წლის 19 იანვარს აღიარა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






