თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურების საქმეზე საქართველოში ყაზახეთის საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა.
პროკურატურის ცნობით, ყაზახურმა მხარემ უწყებას სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა, პროკურატურამ კი დააკმაყოფილა:
„ყაზახეთის მოქალაქის მ.მ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე ყაზახურმა მხარემ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მოგვმართა, რომელიც ქართული მხარის მიერ მყისიერად იქნა დაკმაყოფილებული. ამ დროისთვის, ყაზახეთის საგამოძიებო ჯგუფი უკვე საქართველოში იმყოფება და ქართველ კოლეგებთან ერთად საგამძებო მოქმედებებს ატარებს. ასევე, მათ ქართული მხარის მიერ ბრალდებულ მ.მ.-ს სისხლის სამართლის საქმის მასალები გადაეცათ.
როგორც მოგეხსენებათ, მ.მ. ყაზახეთში ტრეფიკინგის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო საქართველოში, 2021 წლის 14 მაისს ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი ყახაზეთის მოქალაქის ა.ა.-ს სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, გაუპატურების ორ ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები