თბილისის მერის მოადგილე: მუნიციპალური ავტობუსების ტენდერი EBRD-ის ექსპერტების ჩართულობით და ამ ორგანიზაციის შესყიდვის წესებით გამოცხადდა
პოლიტიკა - 13:19, 19 May, 2021     929

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ავტობუსების ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) შესყიდვის წესებით და მისივე ექსპერტების უშუალო ჩართულობით გამოცხადდა, აქედან გამომდინარე, აბსურდია იმის მტკიცება, რომ ღია ტენდერში, რაიმე დარღვევას თუ გარიგებას ჰქონდა ადგილი.

„ავტობუსების ტენდერი გამოცხადებულია EBRD-ის შესყიდვის წესებით და თითოეულ გადაწყვეტილებაში ჩართულები იყვნენ EBRD-ის ექსპერტები. მათი დასკვნის მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული. ტენდერი იყო ღია და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მასში მონაწილეობა. როდესაც კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა, ისინი შეფასდნენ და ვისი პირობაც იყო შესაბამისობაში და ჰქონდა ფასი მითითებული, იმ კომპანიამ გაიმარჯვა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია პროდუქციის ფასების შედარება სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, რადგან ღირებულებას სხვადასხვა კომპონენტი, მათ შორის, ავტობუსის პარამეტრები და ტრანსპორტირების ხარჯები განსაზღვრავს.

„არა მარტო ავტობუსის, არამედ ნებისმიერი საქონლის შესყიდვის დროს, მით უმეტეს, როდესაც ამ საქონლის აწყობა ხდება სხვა ქვეყანაში, ფასის განსაზღვრისას მოქმედებს ბევრი კომპონენტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთი და იმავე პროდუქტის მიწოდება უნდა ღირდეს ერთი და იგივე ფასი. აქ მოქმედებს პირველ რიგში ტრანსპორტირების ხარჯები, თვითონ ავტობუსის პარამეტრები და სპეციფიკაციები. შეიძლება ერთი და იმავე მოდელის ავტობუსი ღირდეს სხვადასხვა ფასი მისი აღჭურვილობიდან გამომდინარე. მხოლოდ ფასების შედარება არასწორია“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42