პროტესტის მეორე დღე - "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. გუშინ კომპანიის ხელმძღვანელობასა და დასაქმებულებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ადმინისტრაციამ მორატორიუმისთვის დრო ითხოვა, თანამშრომლები კი წაყენებული პირობების შესრულებამდე მუშაობაზე უარს აცხადებენ:
"ამ შეხვედრაზე დამსაქმებლებმა ითხოვეს ორი რამ, ერთი ის რომ მიგვეცა დრო ხვალამდე და მეორე, ადამიანები, რომლებიც არიან სოლიდარული, ტრაილერის მძღოლები მაგალითად, შევიდნენ შიგნით და გააგრძელონ მუშაობა. ის, რომ დასაქმებულები ეხლა სახლში წავიდნენ, კომპანიამ სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩამოიყვანოს და ამუშაოს, ამას არ დავუშვებთ", - აღნიშნავს ერთ-ერთი გაფიცული.
"ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებასა და დასვენებებისა და შესვენების უფლებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






