ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია კიევშია ჩამოსული.. ის უკვე გამარჯვებულია, რადგან ვერ გატეხეს და ციხის შიში საერთოდ გააქრო - სააკაშვილი
პოლიტიკა - 20:28, 18 May, 2021     1420

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან კიევში გამართული შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს და აცხადებს, რომ " ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, რადგან ვერ გატეხეს და "ციხის შიში საერთოდ გააქრო“.

მისივე თქმით, "ძაან ბედნიერია, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში"

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ძალიან დატვირთული სამუშაო ვიზიტით. მე მის ადგილზე ციხის შემდეგ დავისვენებდი, მაგრამ იმხელა ენერგია აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდომა და დასვენება, რაც არის გამარჯვების საწინდარი. ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას და მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ, მისი გამბედაობით და პრინციპულობით, რაც გამოიჩინა. მგონი ჩვენს ხალხს ყველაფერი გამოუვა. სხვანაირად არ შეიძლება, ამდენი წელია ხალხი ელოდება რაღაც შვებას და წინსვლას.

ჩემი აზრით ნიკა უკვე გამარჯვებულია, იმიტომ, რომ ვერ გატეხეს და ციხის შიში საერთოდ გააქრო, შიში რეპრესიების და ზეწოლების, რაც ამდენი წელი არსებობდა. როდესაც ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, სხვები ვალდებულები არიან მიჰყვნენ მის გამბედაობას და სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელს ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42