მოძრაობა "დროა" სახელმწიფო ქონების პრივატიზების კორუფციულ სქემებს აქვეყნებს
პოლიტიკა - 18:53, 18 May, 2021     1227

მოძრაობა "დროა" სახელმწიფო ქონების პრივატიზების კორუფციულ სქემებს აქვეყნებს.

მათი თქმით, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება და მიწები ხშირად საეჭვო ვითარებაში და კორუფციული სქემების მიხედვით გადადის კერძო მფლობელობაში.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტორო ისე ყიდის მიწებს, რომლებსაც ადგილობრივი მოქალაქეები, სხვადასხვა ყოფითი მიზნით, წლების მანძილზე მოიხმარენ, რომ არც კი ატყობინებს მათ ამის შესახებ.

"მოგიყვებით ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზების საინტერესო შემთხვევებზე, როცა მფლობელები “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები გახდნენ.

სოფელ მოხისში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი 28 ჰექტარი (ს/კ 68.05.43.168), რომელიც 5 წლიანი იჯარით, სოფლის რამდენიმე ოჯახს ჰქონდა სარგებლობაში და რომელზეც საგაზაფხულო სამუშაოები უკვე ჩატარებული იყო, აუქციონზე გაიყიდა. ვადის გასვლის შემდეგ, ადგილობრივებმა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას და ეკონიმიკის სამინისტროს იჯარის გახანგრძლივების თხოვნით მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ მერია მათ მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაჰპირდა, მიწის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი 15 აპრილს დასრულდა და მასში 3 დღით ადრე, 12 აპრილს, დაფუძნებულმა შპს აგროინდუსტრიამ (ს/კ404614182) გაიმარჯვა.

შპს აგროინდუსტრიას რამდენიმე მეწილე ჰყავს:

ჯონდო ნანეტაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირის, ბადრი ნანეტაშვილის ძმა.

შპს აქცეპტი - რომლის 80% წილის მფლობელი 2013 წლამდე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე გახლდათ, ამჟამად შპს აგროინდუსტრიის 10%-ან წილს ფლობს. მისი ახლანდელი აღმასრულებელი დირექტორი და მეწილე “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველი, კახა კობიაშვილია . “აქცეპტის” მეორე მეწილე, ლერი კაპანაძეც მმართველი პარტიის შემომწირველია (შეწირული თანხა - 230 000 ლარი). ცნობისთვის, შპს აქცეპტის მფლობელობაში იყო ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია “მეცხრე არხი”.

ვაჟა გორდიაშვილი - საქართველოში მოღვაწე ამერიკის მოქალაქე ბიზნესმენის, ვალ ირელის ქონების უკანონო დატაცების საქმის ფიგურანტი.

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა ქარელში - ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა 2018 წელს საკუთარ თავს, სოფელ ბრეთის მეურნეობაში არსებული, 93 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადასცა. იგი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის და, ამჟამად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის ახლობელია.

გულიაშვილის გვარი 2019 წელს სოფელ რუისის სპორტული მოედნის გასხვისების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებითაც გვხვდება. მან ადგილობრივებს, რომლებიც მოედნის გასხვისებას ეწინააღმდეგებოდნენ, კამერების წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ პროტესტს შეეწირა ქარელის მუნიციპალიტეტის საქართველოს ფოსტის მმართველის, ანა ბალიაშვილის თანამდებობაც. იგი პოლიტიკური ნიშნით, კუთვნილი კომპენსაციის და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ფოტო აღებულია გორის სათემო რადიო "მოზაიკის" ვებგვერდიდან: თემურ ხუბულური (გორის თემის დეპუტატი); გიორგი თორთლაძე (ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი); ბადრი ნანეტაშვილი (შერიგების მინისტრის მოადგილე); იოსებ მაკრახიძე (გორის მაჟორიტარი დეპუტატი); ზაზა გულიაშვილი (ქარელის მერი); გიორგი გურასპაშვილი (ხაშურის მერი), - წერს მოძრაობა "დროა".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42