ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვას ეხმაურება, სადაც პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობდა. როგორც ზარქუა აცხადებს, პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში საშვის გარეშე ისედაც ვერ შედიოდა და მისთვის გაუგებარია, რატომ გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა:
"სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ პარლამენტში - ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე თუ არ ვცდები ტოვებს პარტიას და ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?! როგორც უნდათ ისე მოიქცენენ. ბოლომდე დაადგნენ მარგინალიზციის გზას, ისედაც გაშიფრულები არიან, ხოლო ის, ვინც ჩამოყალიბდა მიხვდა, ალტერნატივა დიალოგს, დებატებს დისკუსიას არ აქვს, აგერ არიან წარმოდგენილები",- აცხადებს ზარქუა.
შეგახსენებთ, "ევროპულმა საქართველომ" მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტში არ შედის. ხოლო პარტიის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ, რომელსაც საპარლამენტო მანდატი ჰქონდა, "ევროპული საქართველოს" დატოვება და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






