შეთანხმება შედგა, გლოვოს კურიერები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას - ამის შესახებ ინფორმაციას თავად გლოვო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროტესტი ამოწურულია, ანაზღაურების სისტემა კი მორგებულია გლოველების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზე:
"Glovo-სა და პარტნიორ კურიერებს შორის შეთანხმება შედგა. 17 მაისიდან ძალაში შევიდა განახლებული ანაზღაურების სისტემა, რომელიც მთლიანად მორგებულია გლოვერების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფს ბონუსური სისტემის სამართლიანი პრინციპით გადანაწილებას და საბაზისო ტარიფის ზრდას. ცვლილებების მიზანია პარტნიორი კურიერებისთვის უფრო მოქნილი, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. ახალი სისტემის პირობებში, გლოვერებს საშუალება ექნებათ, უფრო მარტივად და სწრაფად გამოიმუშავონ დამატებითი ანაზღაურება" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






