იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამორთლოში, ნეპოტიზმის მორიგ ფაქტე საუბრობს.
იგი წერს, რომ მოსამართლეობის მსურველი ერთ-ერთი კანდიდატი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი - ალექსანდრე გზირიშვილია
"დღევანდელ საქართველოში შესაძლებელია მამამ შვილი მოსამართლის თანამდებობაზე მოაწყოს.
არ მიკვირს ამ ქვეყნიდან წასვლა რომ უნდა უამრავ ადამიანს, რისთვის ვცხოვრობთ რომ მუდმივად უსამართლობას განვიცდიდეთ?
ბოლოს მემკვიდრეობით დარჩება თანამდებობები და უამრავი ბენეფიტები იმ ხალხის შვილებს, რომლებსაც გავლენები შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში, პატიოსანი ხალხი კი იქნება უცხოეთში გადახვეწილი.
ეს ადამიანი ალექსანდრე გზირიშვილი, ალბათ მალე გახდება მოსამართლე.
უბრალოდ თუ თქვენი ან თქვენი ახლობლის საქმის მოსამართლე იქნება, იცოდეთ, რომ მამამ მოაწყო მოსამართლის თანამდებობაზე" - წერს ნაზი ჯანეზაშვილი
მასალის გამოყენების პირობები