ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციას საერთო სტრატეგია არ ექნება, თვითმმართველობის არჩევნების შედეგით ვადამდელ არჩევნებამდე ვერ მივლენ. მისი განმარტებით, ნიკა მელია სწორედ ის რეალური კანდიდატია, ვისაც ივანიშვილის დამარცხება შეუძლია:
"მერის არჩევნები გასაგებია არის და სხვა დიდ ქალაქებშიც იქნება, თუმცა ჩვენ თუ საერთო სტრატეგია არ გვექნება, როგორ დავამარცხოთ ქართული ოცნება და როგორ არ აიღონ მათ 43%, ანუ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე, უკან დაგვრჩება ყველა მერიც და ქვეყანაც.
მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ საერთო გეგმაზე, ვინც, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დამარცხებას ცდილობს. არიან პარტიები და ოპოზიცია ჰქვიათ, თუმცა უმრავლესობაში არ არიან, მაგრამ რიტორიკა ერთი აქვთ, მათ და ქართულ ოცნებას.
ვინც რეალურ ოპოზიციაშია, ვფიქრობ, გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი განსხვავება.
თუ ვინმეს შეუძლია ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ეს არის ნიკა მელია, რომელმაც გლდანში ეს ყველაფერი აჩვენა.
ნიკა იყო ადამიანი, რომელმაც მიუხედავად ზეწოლებისა, იარაღის ტრიალისა, გადაწერილი ოქმებისა, მოუგო ქართულ ოცნებას", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






