
დავით ბაგრატიონისა და ანა ბაგრატიონის ქორწინება დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე საათის წინ, საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, დავით ბატონიშვილის ხელმოწერით განთავსდა. რამდენიმე წუთის წინ განცხადების ტექსტი "რუსთავი2"-ის პროგრამა "პოსტსკრიპტუმმაც" გაავრცელა:
„დიდი დანანებით, ანა ბაგრატიონთან ჩემს ქორწინებას დასრულებულად ვაცხადებ. მადლობას ვუხდი მას საერთო შვილისთვის, მისი სამეფო უმაღლესობისთვის გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისთვის, რომელიც ნათლობის დღეს 2013 წლის 3 ნოემბერს ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და რომელიც მისი მამის, ბაბუისა და წინაპრების მსგავსად, მუხრანის პრინცის ტიტულს დაეუფლება.“- ნათქვამია დავით ბაგრატიონის განცხადებაში.
წყარო: http://www.royalhouseofgeorgia.ge/ge/news/Offical-Events/Announcement
მასალის გამოყენების პირობები






