"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, გუშინ დმანისში სამართალდამცველებმა სიტუაციის დეესკალაციისთვის სათანადო რეაგირება მოახდინეს. მისი ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი:
"რამდენადაც ვიცი, უკვე გუშინ რამდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული, ეს ჩემი ინფორმაციაა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. რაც შეეხება პოლიციის რეაგირებას, სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირებას, ეს რეაგირება იყო სათანადო და ადეკვატური და ამის შედეგები ყველამ იხილა. ამ ძალიან რთული ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმოქმედეს სათანადოდ. იყო რთული სიტუაციაა, ყოფით ნიადაგზე დაიწყო ეს ყველაფერი და ძალიან გართულდა უცბად. სირთულე იყო სერიოზული თუმცა ამის მიუხედავად დღის ბოლომდე მოგვარდა ეს პრობლემა", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძისგან განსხვავებით, შსს-ს დმანისის ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
.
მასალის გამოყენების პირობები






