სუბარი: ერთი ოჯახი ვართ პრაქტიკულადო, ესკალაციას არ უნდა მიეცეს გაგრძელება
პოლიტიკა - 21:47, 17 May, 2021     1021


დმანისში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, სოზარ სუბარი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.

როგორც სუბარმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მხარეები ერთმანეთში მორიგდნენ.

"გუშინ, რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ აბსოლუტურად ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი იყო. არ ვიცი რა მოხდა, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანიზებული იყო. ალბათ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მომხდარს აბსოლუტურად ემიჯნებიან.

ისინი ამბობენ, ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ პრაქტიკულადო. ამიტომ, არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება, არც სხვა მხრიდან მოსულებისგან და არც ადგილობრივების მხრიდან. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები ერთად ცხოვრობდნენ, იცხოვრებენ მომავალშიც. ყველას მოვუწოდებ, ესკალაციას ნუ მისცემს ამ ვითარებას, მესმის, ზოგიერთ ახალგაზრდას შეიძლება სისხლი უდუღს, ჰგონია, რომ რაღაც ხდება, მაგრამ სინამდვილეში, არაფერი არ ხდება", - განაცხადა სუბარმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42