რა საკითხებს განიხილავ "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომაზე - დეპუტატები ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი თვითმმართველობის არჩევნები და მერობის კანდიდატები.
როგორც რჩილ თალაკვაძე ამბობს, მერობის კანდიდატებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა სურვილი აქვს, რომ დედაქალაქში მათი კანდიდატი ისევ კახი კალაძე იყოს.
"დაწყებულია კონსულტაციები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღის წესრიგში არაერთი საკითხია, რაზეც მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარე ინფორმაციას გაგაცნობთ.
ჯერ არის ნაადრევი კანდიდატებთან კონკრეტული პოზიციების გახმოვანება ჩვენი მხრიდან, თუმცა საზოგადოებას ვპირდებით, რომ მაქსიმალურად დროულად, კამპანიის დაწყებამდე, უკვე ცნობილი იქნება თბილისის და მთელი საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატები.
რასაკვირველია, კახა კალაძე არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მერი, ის არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი გუნდის სურვილი გახლავთ, რომ სწორედ მისი ლიდერობით გავიმარჯვებთ თვითმმართველობის არჩევნებში",- თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






