დედაქალაქის მერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 15:28, 17 May, 2021     1128

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე, დედაქალაქში EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტებსა და ხელშეკრულებების კონკრეტულ ვადებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალური ტრანსპორტისა და მყარი ნარჩენების მართვის სისტემების განახლების პროექტებზე.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა EBRD-ის რეგიონულ დირექტორს, დედაქალაქში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაციის მიმართულებით გაწეული ფინანსური დახმარებისთვის.

როგორც მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განმარტა, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად დედაქალაქი, შესაბამის სფეროებში, გაცილებით მაღალი სტანდარტების მომსახურებას მიიღებს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი თბილისის მუნიციპალიტეტისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, ავტობუსების განახლების, მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის და მეტროსადგურების განახლების პროექტებზე. ვისაუბრეთ კონკრეტულ ვადებზე და ასევე, მომავალ წელს დამატებით შემოვიყვანთ 18-მეტრიან ავტობუსების შემოყვანის თაობაზე, რაშიც დაგვეხმარება ბანკი. ასევე, მნიშვნელოვანია მყარი ნარჩენების მიმართულება. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომელიც ასევე EBRD-ის დახმარებით ხორციელდება. ამ სტრატეგიის შედეგად, ჩვენ გადავალთ თანამედროვე სეპარირების მეთოდზე, დაიხვეწება ნარჩენების შეგროვების ტექნოლოგია და მოხდება მარშრუტების ოპტიმიზაცია, შედეგად კი ქალაქი გაცილებით უკეთეს მომსახურებას მიიღებს“ - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი დედაქალაქის მერიას სამომავლო პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურ მხარდაჭერასა და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42