„ვაშლი და ატამი უფრო ღირებულია, ვიდრე დაღუპული ბიჭების მსხვერპლი“
სოც.მედია - 18:55, 15 Dec, 2013     3379

„ბურთი ყელში...

რით დავიწყო არ ვიცი. წლები ბევრი მაქვს, გაკეთებული კი ცოტა. იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ჩემი ცხოვრების კიბეზე ისე ვიარე, უკან ჭუჭყიანი ნაფეხური არ დამიტოვებია.

მაგრამ სათქმელი სხვა მაქვს. ვინც წაიკითხავს ამას, ერთი თხოვნა მაქვს – ნუ განმსჯით. ვწერ იმას, რაც მაწუხებს და მტკივა.

მწარედ მახსოვს 9 აპრილს დაჩეხილი საქართველო, მერე თითქოსდა მკვდრეთით აღმდგარი, გაერთიანებული.

დაგორებული კურცხალი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს.

მერე ისევ დახლეჩილი საქართველო, დახვრეტილი მიტინგები, პირველი პრეზიდენტის სიკვდილი.

მერე ისევ ვითომ იმედის გამოჩენა, ისევ ქაოსი, ისევ სათავისოდ დაქაჩული და დაგლეჯილი საქართველო, აწიოკებული სამეგრელო, დაკარგული თაობები, უიმედობა.

მწარედ მახსოვს– სამყარო 21-ე საუკუნეს რომ ფეიერვერკებით ხვდებოდა, ჩვენ სანთელს ვეძებდით სიბნელის გასანათებლად.

საჭმელს ვეძებდით დასაპურებლად.

სითბოს ვეძებდით გასათბობად.

ხან ვპოულობდით და ხან ვერა.

მწარედ მახსოვს – სოხუმი რომ ეცემოდა, როგორ დარბოდა ქართველების ნაწილი დუბაიში სავაჭროდ, როგორ მამცირებდნენ ჩოლოქთან აჭარაში წასვლისას, როგორ მტკიოდა გული, უსამართლობა და აღებ–მიცემობა რომ იყო ყველგან გამეფებული.

გული მისკდებოდა ჩემი თაობის თანდათანობითი გაუბედურებისა და დაკარგვის გამო.

გაფართოებული თვალებით ვკითხულობდი ჩემი ქვეყნის მტვერდადებულ ისტორიას, ვიგებდი სიმართლეს და გული მეწურებოდა – როგორ ვიცხოვრეთ ისტორიულ სიბნელეში, რატომ არ ვსწავლობდით საქართველოს წარსულს? უძველესს კი არა - უახლოესს და ბრაზი მომდიოდა საკუთარ თავზე – ქართველი რომ არ იცნობ საკუთარ ისტორიას, ნეტა რა პრეტენზია გაქვს მეთქი.

მერე ნელ–ნელა შევეცადე, რაღაც სალბუნი დამედო საკუთარი ტკივილისათვის – არ გამომივიდა. საკუთარ ტკივილს როგორ მივხედავდი, ტკივილი და სიმწარე იყო ყველგან.

მერე მოვიდა იმედი, დავინახე ერთიანი საქართველო – ამხედრებული მომავლისათვის. მაგრამ რა? ისევ ბრძოლა და გაუტანლობა, თანამდებობებზე გადაგებული პოლიტიკოსები, ისევ სათავისოდ გადაქაჩული საქართველო, მერე მართლა ომი – ვითომ ერთმორწმუნის "კურთხეული ბომბები", გავერანებული ქართლი, სამეგრელო და ქართველთა ნაწილის ხელების ფშვნეტა.

დღეს რა ხდება – შურისძიება, ბოღმა, საყოველთაო სიძულვილი, ნიშნისმოგება, გაზულუქებული ერი და ბერი, ვიღას ახსოვს საქართველო.

ვაშლი და ატამი უფრო ღირებულია, ვიდრე დაღუპული ბიჭების მიერ ქვეყნისთვის გაღებული მსხვერპლი.

მტკივა ეს ყველაფერი და ამიტომაც მაქვს ბურთი ყელში გაჩხერილი.

ბღავილი მინდა, მაგრამ მრცხვენია –კაცი ვარ.

ამიტომ ჩუმად ვიტირებ, ცრემლს გადავყლაპავ და ახალ წელს შევთხოვ – დამიბრუნე საქართველო...“

ავთანდილ ოსეფაიშვილი, სტატუსი "ფეისბუქზე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42