დმანისში საპოლიციო ძალებისა და მაღალჩინოსან სამართალდამცველთა მობილიზება ხდება. ქალაქის შესასვლელი პატრულის მიერ ჩაკეტილია და მთელი ქალაქის პერიმეტრი შემოსაზღვრულია პოლიციის ავტომობილებით.
შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის გარდა ადგილზე ჩავიდნენ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, კონფლიქტში მონაწილე რამდენი პირი დააკავა პოლიციამ. ქალაქის ცენტრში პოლიციის შენობასთან მოსახლეობაა შეკრებილი და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.
შეგახსენებთ, დღევანდელი დაპირისპირება გუშინდელი ინციდენტის გაგრძელებაა. გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ცნობილი ხდება, გუშინდელი ანგარიშსწორება ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქციის ვალადა გაცემაზე უარს მოჰყვა. ინციდენტის გამო ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს, დღეს კი ადგილობრივ სვანებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.
მასალის გამოყენების პირობები






