დმანისში დაძაბული ვითარება, შესაძლოა, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს - კორძაია
პოლიტიკა - 13:40, 17 May, 2021     1025

რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არ შეიძლება მსუბუქად შეხედონ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს. მისი შეფასებით, საჭიროა ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ ადგილზე და საზოგადოებას სიტუაციის მოგვარებაში დაეხმარონ:

"არ შეიძლება მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს. ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც მართლაც შეიძლება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მგონია, რომ განცხადებების გაკეთებას სჯობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და საზოგადოებას კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმარონ.

ეს ერთი ნაწილია და მეორე, აუცილებელია სწორი კვალიფიკაცია და დამნაშავეების სწორად იდენტიფიცირება. კონფლიქტი დაიწყო გუშინ და კონფლიქტში დამნაშავე არიან ის ადამიანები, ვინც მაღაზიის მესაკუთრეებს მიუვარდნენ.

კონკრეტულად იქ მყოფი პოლიციელები პრობლემა არ არის. პრობლემა არის ხელმძღვანელებში, რომლებიც მითითებებს არ იძლევიან სწორად. მე ვუყურებდი, როგორ ხვდებოდათ პოლიციელებს ქვები, როგორ ცდილობდნენ თითოეული ადამიანის დაკავებასა და დაჭერას, საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება. პოლიციელი თავის გასაკეთებელს გააკეთებს ნამდვილად", - აცხადებს კორძაია.

შეგახსენებთ, დღევანდელი დაპირისპირება გუშინდელი ინციდენტის გაგრძელებაა. გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ცნობილი ხდება, გუშინდელი ანგარიშსწორება ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქციის ვალადა გაცემაზე უარს მოჰყვა. ინციდენტის გამო ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს, დღეს კი ადგილობრივ სვანებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42