"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დმანისში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, დროზე ჩაიყვანონ საპოლიციო ძალების დამატებითი ჯგუფები, წინააღმდეგ შემთხვევაში გვიანი იქნება და პასუხისმგებლობა სწორედ გომელაურის უწყებას დაეკისრება:
"რას ელოდებით? ღლიით?
დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია
და მკაცრად დასაჯეთ ყველა ვინც გუშინდელი ხორცსაკეპი მოაწყო, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა
თორემ მალე გვიან იქნება და პასუხისმგებლობა სრულად თქვენზეა
პ.ს. ‘ეგრე უნდათ მაგ თათრებს’ ვინც წერთ, ყველანი ან იდიოტები ხართ ან კრემლის ხელფასზე, გამონაკლისის გარეშე" - წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, დღევანდელი დაპირისპირება გუშინდელი ინციდენტის გაგრძელებაა. გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ცნობილი ხდება, გუშინდელი ანგარიშსწორება ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქციის ვალადა გაცემაზე უარს მოჰყვა. ინციდენტის გამო ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს, დღეს კი ადგილობრივ სვანებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.
მასალის გამოყენების პირობები






