ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლაშა გოგნიაშვილის თქმით, დმანისში ვითარება განმუხტულია, შსს-ს წარმომადგენლები კი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეხლა-შემოხლა არ ყოფილიყო. გოგნიაშვილის განმარტებით, ადგილზე საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული და დამატებითი ძალების მობილიზება ამ დრომდე ხდება:
"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ადამიანების გამოკითხვა. რამდენი ადამიანია დაკავებული ინფორმაცია არ გვაქვს, დამატებით კომენტარს გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი.
მიმდინარეობს მოქალაქეების გამოკითხვა, როგორც ერთი მხარის ასევე მეორე მხარის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეხლა-შემოხლა არ ყოფილიყო. ჩვენ განვაიარაღეთ მაქსიმალურად ყველა და ყველაფერი გავაკეთეთ რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბევრი თანამშრომელია ადგილზე, გუშინაც იყო, დღესაც არის და დღესაც ემატება ძალები. ვითარება განმუხტულია... დამშვიდდით დაწყნარდით", - განაცხადა გოგნიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






