არ განვიხილავ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას - ზუგდიდის ყოფილი მერის კომენტარი გადადგომის შემდეგ
პოლიტიკა - 12:05, 17 May, 2021     1091

ზუგდიდის ყოფილი მერი გიოგი სენგელია თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ გეგმავს. მისი თქმით, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მას ეკუთვნის:

„შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდნ გამომდინარე მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან და ამ ეტაპზე არ განვიხილავ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. ჩემზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე ჩემს ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს მომიწია მუშაობამ. მისი და მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა ის მნიშვნელივანი პროექტები, რომლითაც დღეს თითოეული ზუგდიდელი ამაყობს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი ადამიანურად, რომ არცერთი მხარის დაკავება ამ შემთხვევაში - „ქართულ ოცნებაში" დარჩენა ან გიორგი გახარიას მოსალოდნელ პოლიტიკურ პარტიასთან გადასვლა, ამ ეტაპისთვის, ამ შემთხვევაში, ადამიანურად მიუღებელია.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან და სხვა მიმართულებით მეწარმოებინა აქტიურობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე საზოგადოებას, გუნდს, ცნობილია თქვენთვისაც და შემიძლია ნებისმიერ ფორმატში ვისაუბრო ამ გადაწყვეტილების შინაარსზე. გამორიცხული არაფერია, მე ვიქნები იქ სადაც ზუგდიდელებს დასჭირდება. მე არ გამოვრიცხავ არავისთან თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არის პოლიტიკიდან წასვლა“, - განაცხდა გიორგი შენგელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42