შს მინისტრის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დმანისში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც ჩხუბსი მონაწილეობდა:
„დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით, მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ ქმედებაში და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც ამ საქმეში არსებობს, დადგინდება და გამოძიება ყველაფერს შეისწავლის“, - განაცხადა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან მამაკაცებს შორის დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. არიან დაშავებულები. ჩხუბში მონაწილე პირები ინციდენტის დროს ჯოხებსა და სხვადასხვა ნივთებს იყენებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






